четверг, 12 марта 2015 г.

დღე მეცხრე

დღეს წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტები, განვიხილეთ თითოეულის პორტფოლიო, ხარვეზები გამოვასწორე. ტრენინგი იყო მეტად საინტერესო, ვისწავლე ბევრი ისეთი რამ, რაც აქამდე არ  ვიცოდი. ნასწავლი დამეხმარება  მოსწავლეების გააქტიურებაში, შევძლებ მათთან ელ. ფოსტის, ბლოგის საშუალებით  კონტაქტს, დავალებების, შენიშვნების, რჩევების მიცემას.შევძლებ პროექტების, ჩატარებული ღონისძიებების და საერთოდ ჩემი მთლიანი საქმიანობის პორტოლიოში განთავსებას. კურსის დასრულების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი პორტფოლიოს ფაილები ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი აუდიტორიისათვის.ტრენინგი შესაძლებლობას მაძლევს უზრუნველვყო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების განხორციელება.
დიდი მადლობა ბატონ გიორგის გაწეული შრომისათვის და იმ დიდი თანადგომისათვის
რასაც იჩენდა ჩვენს მიმართ მთელი ტრენინგის განმავლობაში.

воскресенье, 8 марта 2015 г.

დღე მერვე

ტრენინგი დავიწყეთ დავალების შემოწმებით. განვიხილეთ კოლეგის საპრეზენტაციო ნამუშევარი. ტრენერისაგან მივიღეთ რჩევები საპრეზენტაციო მასალის თანამიმდევრობასთან დაკავშირებით, ვისაუბრეთ განხორციელებულ აქტივობებზე, შეფასების კრიტერიუმებზე. შემდეგ ვისწავლეთ იუთუბზე პროექტთან დაკავშირებული სასურველი ვიდეოს მოძებნა და მისი ბლოგზე განთავსება, დრაივზე ატვირთვა. ტექნოლოგიების გამოყენება ხელს შემიწყობს გავუწიო ფასილიტაცია კლასს რათა სწავლების პროცესი იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული.

пятница, 6 марта 2015 г.

დღე მეშვიდე

დღეს განვიხილეთ კოლეგის პროექტის გეგმა, მოვისმინეთ ტრენერის შენიშვნები სასწავლო პროცედურებთან დაკავშირებით, გვირჩია მასში ვაჩვენოთ დროში გაწერილი ჩასატარებელი სამუშაო,მივუთითოთ რა სახის შეფასებებს გამოვიყენებთ მუშაობის პროცესში.გავიხსენეთ ბლოგზე ახალი გვერდის შექმნა,ბლოგზე განვათავსეთ პორტფოლიო.ვისწავლეთ დრაივში (გუგლის მეხსიერება) დოკუმენტების შეტანა.ასევე ვისწავლე როგორ შეიძლება გამოვიყენო კითხვების დასმის სხვადასხვა ტექნიკა. დრაივში განვათავსე ვ-მ-ვ-ს შესაბამისი კითხვები, რომლებზედაც შესაძლებელია პასუხი აქვე გასცენ მოსწავლეებმა. ელ.ცხრილები კი გამომადგება მოსწავლეთა შეფასებაში.