четверг, 12 марта 2015 г.

დღე მეცხრე

დღეს წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტები, განვიხილეთ თითოეულის პორტფოლიო, ხარვეზები გამოვასწორე. ტრენინგი იყო მეტად საინტერესო, ვისწავლე ბევრი ისეთი რამ, რაც აქამდე არ  ვიცოდი. ნასწავლი დამეხმარება  მოსწავლეების გააქტიურებაში, შევძლებ მათთან ელ. ფოსტის, ბლოგის საშუალებით  კონტაქტს, დავალებების, შენიშვნების, რჩევების მიცემას.შევძლებ პროექტების, ჩატარებული ღონისძიებების და საერთოდ ჩემი მთლიანი საქმიანობის პორტოლიოში განთავსებას. კურსის დასრულების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი პორტფოლიოს ფაილები ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი აუდიტორიისათვის.ტრენინგი შესაძლებლობას მაძლევს უზრუნველვყო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების განხორციელება.
დიდი მადლობა ბატონ გიორგის გაწეული შრომისათვის და იმ დიდი თანადგომისათვის
რასაც იჩენდა ჩვენს მიმართ მთელი ტრენინგის განმავლობაში.

воскресенье, 8 марта 2015 г.

დღე მერვე

ტრენინგი დავიწყეთ დავალების შემოწმებით. განვიხილეთ კოლეგის საპრეზენტაციო ნამუშევარი. ტრენერისაგან მივიღეთ რჩევები საპრეზენტაციო მასალის თანამიმდევრობასთან დაკავშირებით, ვისაუბრეთ განხორციელებულ აქტივობებზე, შეფასების კრიტერიუმებზე. შემდეგ ვისწავლეთ იუთუბზე პროექტთან დაკავშირებული სასურველი ვიდეოს მოძებნა და მისი ბლოგზე განთავსება, დრაივზე ატვირთვა. ტექნოლოგიების გამოყენება ხელს შემიწყობს გავუწიო ფასილიტაცია კლასს რათა სწავლების პროცესი იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული.

пятница, 6 марта 2015 г.

დღე მეშვიდე

დღეს განვიხილეთ კოლეგის პროექტის გეგმა, მოვისმინეთ ტრენერის შენიშვნები სასწავლო პროცედურებთან დაკავშირებით, გვირჩია მასში ვაჩვენოთ დროში გაწერილი ჩასატარებელი სამუშაო,მივუთითოთ რა სახის შეფასებებს გამოვიყენებთ მუშაობის პროცესში.გავიხსენეთ ბლოგზე ახალი გვერდის შექმნა,ბლოგზე განვათავსეთ პორტფოლიო.ვისწავლეთ დრაივში (გუგლის მეხსიერება) დოკუმენტების შეტანა.ასევე ვისწავლე როგორ შეიძლება გამოვიყენო კითხვების დასმის სხვადასხვა ტექნიკა. დრაივში განვათავსე ვ-მ-ვ-ს შესაბამისი კითხვები, რომლებზედაც შესაძლებელია პასუხი აქვე გასცენ მოსწავლეებმა. ელ.ცხრილები კი გამომადგება მოსწავლეთა შეფასებაში.

суббота, 28 февраля 2015 г.

დღე მეექვსე

დღევანდელი მეცადინეობა დავიწყეთ საშინაო დავალების შემოწმებით. გავარჩიეთ ერთ-ერთი კოლეგის მოსწავლის მიერ მომზადებული  პრეზენტაცია,ტრენერისაგან მოვისმინეთ შენიშვნები და რჩევები. შემდეგ გავეცანით  მე-5 მოდულს,მოსწავლეთა პროექტების შეფასებას, ვისწავლეთ, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ შეფასების რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები, ტექნოლოგიები მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით და როგორ უნდა ჩავრთოდ თვით მოსწავლეები შეფასების პროცესში. ასევე ვისწავლეთ ფლეშ-მეხსიერების გვერდით სარგებლობა.

пятница, 27 февраля 2015 г.

დღე მეხუთე

განვიხილეთ საშინაო დავალება,შესწორებები შევიტანეთ შეფასების დროის ჩარჩოში.შემდეგ ვისწავლეთ თუ როგორ შეიძლება კომენტარების გაკეთება კოლეგის ნამუშევარზე. ეს რა თქმა უნდა გამომადგება იმისათვის, რომ პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს მივცე  გარკვეული მითითებები და  გავუკეთო კომენტარები მათ  ნამუშევრებს.გავეცანით საავტორო უფლებებს და მათი დაცვის აუცილებლობებს. ვისაუბრეთ პრეზენტაციის კრიტერიუმებზე.დავალებად მივიღეთ მოვამზადოთ მოსწავლის ნამუშევრის ბროშურა, ან პრეზენტაცია, დასახმარებლად გამოვიყენოთ მოდული 4.

вторник, 24 февраля 2015 г.

დღე მეოთხე

დღეს კიდევ ერთხელ განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო.მივიღეთ შენიშვნები,ყურადღება გავამახვილეთ პროექტზე მუშაობის შუა პერიოდზე,როცა ხდება შემოწმება იმისა, თუ რა ეტაპზე იმყოფებიან მოსწავლეები, რაში სჭირდებათ დახმარება. ეს შეიძლება გაკეთდეს ჩეკლისტით,ან შუალედური პრეზენტაციით. ამ ეტაპზე ვიყენებთ განმავითარებელ შეფასებას, მოსწავლეებს ვაცნობთ შეფასების რუბრიკას. ვისწავლეთ ბროშურის გაფორმება, მასში  სურათების ჩასმა. ჩეკლისტი დამეხმარება პროექტის მომზადების წინ მოსწავლეების ინტერესების გარკვევაში. დღეს ვიმუშავეთ ასევე პრეზენტაციის მომზადებაზე,რაც გამომადგება მოკლედ  და ნათლად დავანახო მოსწავლეებს თუ რა არის პროექტის მიზანი.

четверг, 19 февраля 2015 г.

დღე მესამე


ჯგუფში ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე, პროექტის ფარგლებში შევიმუშავე შინაარსობრივი, თემატური და ზოგადი კითხვები.გავაკეთე მისი პრეზენტაცია.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა?
თემატური კითხვები
რა ინფორმაცია არსებობს მაგნიტურ მოვლენებზე?
რა მნიშვნელობა აქვს მაგნიტურ ველს სამყაროსათვის?
რა მოხდებოდა დედამიწას რომ არ ჰქონდეს მაგნიტური ველი?
რა გამოყენება ჰპოვა მაგნიტურმა ველმა მედიცინაში?
შინაარსობრივი კითხვები
რა არის მაგნიტი?
რა ინფორმაცია არსებობს მაგნიტურ მოვლენებზე?
რა არის მაგნიტური ველი და რა თვისებებით ხასიათდება ? (ექსპერიმენტების საფუძველზე გამოტანილი დასკვნები)
რა მტკიცებულებები არსებობს დედამიწის მაგნიტურ ველზე?
რა არის მაგნიტოსფერო და რა მნიშვნელობა აქვს მის არსებობას ჩვენი პლანეტისთვის?
რა არის მაგნიტური ქარიშხალი და რა გავლენას ახდენს ის დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე?  ადამიანის ჯანმრთელობაზე?
რა გამოყენება ჰპოვა მაგნიტურმა ველმა მედიცინაში?

суббота, 14 февраля 2015 г.

მეორე დღე

ვიმუშავეთ  სასწავლო პროექტით განსაზღვრული თემის სტანდარტებზე და იმ უნარ-ჩვევებზე, რომლებსაც გამოიმუშავებენ მოსწავლეები თემაზე მუშაობის პროცესში.გავეცანით პუბლიკაციის მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე, პუბლიკაციის დაგეგმვას, დიზაინისა და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების განსაზღვრას. შევქმენით ბლოგი და ვიმუშავეთ მასში.

დღე პირველი

გავეცანით  ინტელის პროგრამას,ახალი ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებას სწავლების პროცესში,პროექტებით სწავლებას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეს სიღრმისეულად შეისწავლოს ესა თუ ის საკითხი. ყურადღება გავამახვილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე.