დღეს კიდევ ერთხელ განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო.მივიღეთ შენიშვნები,ყურადღება გავამახვილეთ პროექტზე მუშაობის შუა პერიოდზე,როცა ხდება შემოწმება იმისა, თუ რა ეტაპზე იმყოფებიან მოსწავლეები, რაში სჭირდებათ დახმარება. ეს შეიძლება გაკეთდეს ჩეკლისტით,ან შუალედური პრეზენტაციით. ამ ეტაპზე ვიყენებთ განმავითარებელ შეფასებას, მოსწავლეებს ვაცნობთ შეფასების რუბრიკას. ვისწავლეთ ბროშურის გაფორმება, მასში სურათების ჩასმა. ჩეკლისტი დამეხმარება პროექტის მომზადების წინ მოსწავლეების ინტერესების გარკვევაში. დღეს ვიმუშავეთ ასევე პრეზენტაციის მომზადებაზე,რაც გამომადგება მოკლედ და ნათლად დავანახო მოსწავლეებს თუ რა არის პროექტის მიზანი.
Комментариев нет:
Отправить комментарий